დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანანა კობახიძე – ადრეულ ასაკში, იძულებითი ქორწინება საქართველოსთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა
ავტორი:
2014/მაისი/27 14:30:03
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე ადრეულ ასაკში, იძულებითი ქორწინებების საწინააღმდეგოდ გამოსავალს კანონმდებლობის გამკაცრებაში ხედავს.
კობახიძის თქმით, საქართველოში არის შემთხვევბი, როცა არასულწლოვან გოგონებს ქორწინებას მშობლები აიძულებენ.
"ოფიციალურად ქორწინება ნებადართულია 18 წლიდან. 16-დან 18 წლამდე ეს შეიძლება მშობლების თანხმობით ან სასამართლოს ნებართვით მოხდეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა საუბარია 12, 13, 14 წლის ასაკის გოგონების ქორწინებაზე. სამწუხაროდ, შეიძლება აქ გარკვეული რელიგიური, ეთნიკური კულტურული ფაქტორები მოქმედებდეს, იგივე მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი, რაც ოჯახს აიძულებს გოგონა სხვა ოჯახს "გადააბაროს". შეიძლება ეკონომიკურ სარგებელზეც კი იყოს საუბარი. სამწუხაროდ, ზოგჯერ გოგონებს როგორც ნივთს ისე ექცევიან. ამაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ეს ხდება საქართველოში. მნიშვნელოვანია კვლევების ჩატარება, მიზეზების დადგენა და იდენტიფიცირება. თუ საჭიროა სისხლის სამართლის წესით უნდა ხდებოდეს დასჯა ადამიანების, რომლებიც საკუთარ შვილებს ასეთი ფორმით მოექცევიან. ეს შეიძლება ცოტა საფრთხის შემცველი გამონათქვამი იყოს, რადგან სერიოზულ შედეგებზე გავდივართ, მაგრამ ძალადობის ფორმაა და ძალიან მძიმეა, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება დედისგან, მამისგან და მას აიძულებენ, იქორწინოს. თუნდაც პრევეციისთვის - ეს რომ ეს არ მოხდეს, სანქციების გამკაცრება და ამ სფეროს სისხლის სამართლის ნორმით რეგულირება ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ამას ძალიან ფრთხილი მიდგომა სჭირდება", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
მისივე თქმით, "ბავშვებს აქვს უფლება იცხოვრონ ნორმალურ პირობებში და დაცულნი იყვნენ იძულებითი ქორწინებისგან".
"ადრეულ ასაკში ქორწინება თავისთავად ეს არის არაგაცნობიერებული, არაინფორმირებული არჩევანი, ეს ნამდვილად არის იძულების შედეგი, რასაც მოჰყვება მათი ჯანმრთელობის შერყევა, განათლების უფლების დარღვევა. ზოგადად ეს გენდერულ თანასწორობას უკავშირდება, რადგან საერთაშორისო სტატისტიკით, ძირითადად, გოგონები ხდებიან ასეთი ქორწინების მსხვერპლნი. ეს საქართველოსთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა", - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოში მცხოვრები ქალების დაახლოებით 18% 18 წლის შესრულებამდე არის დაქორწინებული.
ამის შესახებ სასტუმრო Holiday Inn-ში მიმდინარე შეხვედრაზე ითქვა, სადაც საქართველოში ადრეული ქორწინების საკითხი განიხილება. მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სახალხო დამცველთან ერთად, მსჯელობდნენ სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში წარმოდგენილ ფაქტებზე და გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის შედეგებზე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 886
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია