დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაიკლ ჩეჩირე კარლ ბილდტს - გასაკვირი არ არის, რომ მიშა მოგწონდათ
ავტორი:
2014/აგვისტო/08 18:00:02
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის "ტვიტერზე" გაკეთებულ განცხადებას ამერიკელი ანალიტიკოსი, ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ ჩეჩირე ასევე "ტვიტერზე" ეხმაურება.
"ესე იგი, თქვენ ემხრობით იმას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ არის ჩართული სასამართლოს საქმეებში? გასაკვირი არ არის, რომ მიშა მოგწონდათ", - გამოეხმაურა ამერიკელი ანალიტიკოსი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.
კარლ ბილდტმა დღეს "ტვიტერზე" დაწერა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს, მოუსმინოს თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს ევროკავშირში.
"თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ უნდა მოუსმინოს ევროკავშირში თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ", - დაწერა შვედმა მინისტრმა "ტვიტერზე".
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, კარლ ბილდტისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის კრიტიკულ მოსაზარებებს საქართველოს პრემიერი დღეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბილდტი და ლინკევიჩიუსი სააკაშვილის მგობართა კლუბის წევრები არიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია