დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბუქარესტში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
ავტორი:
2018/აპრილი/26 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/buqaresti.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489973-buqarestshi-saparlamento-delegaciis-viziti-grdzeldeba.html", "headline": "ბუქარესტში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება", "datePublished": "2018-04-26 08:44:45", "dateModified": "2018-04-26 08:44:45", "description": "რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძრვანელის, ისკო დასენის და ჯგუფის წევრების მონაწილეობით...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/buqaresti.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძრვანელის, ისკო დასენის და ჯგუფის წევრების მონაწილეობით, ბუქატესტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, სამუ¬შაო ვიზიტის მეორე დღეს ქართველი კანონმდებლები რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბოტა მარიუს სორდინ-ოვიდიუს და სენატის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს იონელ-დანიელ ბუტუნოის შეხვდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საქართველოსა და რუმინეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა, ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ტურიზმის სექტორის განვითარება.

რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საკითხის მნიშვნელობას. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რუმინული ავიაკომპანიის მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება ორ ქვეყანას შორის კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის ათვისებას.

„ხაზი გაესვა ასევე ბათუმსა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლის განვითარების საკითხს, რაც მომავალში ამ ორ ქალაქში ტურისტების ნაკადის ზრდას გამოიწვევს. ქართულმა მხარემ ამ საკითხების სიღრმისეული განხილვის მიზნით, რუმინელ კოლეგებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში, მეგობრობის ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, მარია მაგდალენა გრიგორესთან, სადაც საუბრის მთავარ თემას საქართველოსა და რუმინეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარების საკითხები წარმოადგენდა. როგორც მარია მაგდალენა გრიგორემ აღნიშნა, საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებობს სატრანსპორტო კავშირების განვითარების მაღალი პოტენციალი. ამ კუთხით, ცალკე აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობა, რომლის მიმართ რუმინულ მხარეს დიდი ინტერესი და მოლოდინი აქვს.

პარლამენტის ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მეორე დღე ბუქარესტის მერის მოადგილესთან, აურელიან ბადულესკუსთან შეხვედრით დასრულდა. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების შესაძლებლობა განიხილეს, რაც კიდევ უფრო მეტად დაახლოებს ორი ქვეყნის მოქალაქეებს და შექმნის მეტ პოტენციალს ერთობლივი პროექტების თუ ღონისძიებების განხორციელებისთვის. ბუქარესტში გამართულ შეხვედრებს რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ისკო დასენი და ჯგუფის წევრები გიორგი მოსიძე, კობა ლურსმანაშვილი, პაატა მხეიძე და მამუკა ჩიქოვანი დაესწრნენ. საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 27 აპრილს დასრულდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია