დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი აბესაძე - დავით ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს არის მისთვის პოლიტიკური ჯილდო
ავტორი:
2017/დეკემბერი/15 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/abesadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468720-irakli-abesadze-davith-narmanias-tsardgena-semekis-tsevrad-skhva-araferia-garda-imisa-rom-es-aris-misthvis-politikuri-jildo.html", "headline": "ირაკლი აბესაძე - დავით ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს არის მის...", "datePublished": "2017-12-15 08:10:25", "dateModified": "2017-12-15 08:10:25", "description": "დავით ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს არის მისთვის პოლიტიკური ჯ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/abesadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დავით ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს არის მისთვის პოლიტიკური ჯილდო, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მიერ დავით ნარმანიას სემეკის წევრად წარდგენასთან დაკავშირებით.

„ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად მორიგი ნათელი მაგალითია, თუ როგორი პოლიტიკური ნეპოტიზმით არის დაკავებული ხელისუფლება. სემეკი თითქოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა და კარგად ვხედავთ, რომ ნარმანიასთვის ეს არის პოლიტიკური ჯილდო მერობის დროს გატარებული პერიოდისათვის. ივანიშვილის თუ „ქართული ოცნების“ არაერთი პოლიტიკური დავალება იქნა შესრულებული ნარმანიას მიერ. სემეკი არის ორგანო, რომელიც არეგულირებს დარგს, რომელიც ისედაც მძიმე დღეშია, დენის თუ გაზის ტარიფების გაძვირების საშიშროების წინაშე ვდგავართ და ასეთი არაპროფესიონალი კადრის წარდგენა სემეკის წევრად არაფერია გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური ჯილდო მისთვის“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია