დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ელენე ხოშტარია - სამწუხაროა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი საჯარო კონსულტაციამდე მივიდა
ავტორი:
2014/მაისი/27 13:30:02
ძალიან სამწუხაროა, რომ საკითხი, რომელიც კანონით ძალიან მარტივადაა გაწერილი, შიდა ინტრიგების გამო დაპირისპირების საგნად გადაიქცა , - ასე აფასებს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას.
როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გამოცემულ ბრძანებულებაზე კომენტირებისას განუცხადა, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება, ამ პროცესის კანონის ჩარჩოში მოქცევას ნიშნავს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი მივიდა საჯარო კონსულტაციამდე და ის რაც ძალიან მარტივადაა გაწერილი კანონით, პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, შიდა ინტრიგების გამო გადაიქცა დაპირისპირების საგნად. თუმცა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ალბათ მიღებული იქნა იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოექცეს კანონის ჩარშოში", - განუცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, რაც უფრო მალე მოხდება ამაზე კონფრონტაციების დასრულება, მით უფრო უკეთესი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს გადასცა.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ბრიუსელში, 2014 წლის 27 ივნისს მოაწერს ხელს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია