დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრემიერმა დიპკორპუსს მთავრობის სოციალურ და ეკონომიკურ ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/20 21:30:02
პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს მთავრობის სოციალურ და ეკონომიკურ ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა.
პრემიერის რანგში ელჩებთან პირველი შეხვედრისას, ღარიბაშვილმა 2013 წელს გაწეული საქმიანობის ერთგვარი შეჯამება გააკეთა და სოციალურ-ეკონომიკურ სიახლეებზეც გაამახვილა ყურადღება.
"მიუხედავად იმისა, რომ მთელი კონტინენტის მასშტაბით არსებობს ეკონომიკური სირთულეები, ჩვენ ვახორციელებთ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენ გავაორმაგეთ სოციალური დახმარების ოდენობა და ყველას უზრუნველვყოფთ სამედიცინო დაზღვევით. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ბიზნესის წარმოება ადვილია და სადაც ბიზნესი კონკურენტულ გარემოში არსებობს; სადაც მას ზურგს უმაგრებს კერძო საკუთრების დაცვის მყარი გარანტიები. ამ მიღწევას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის გათვალისწინებით, რომ ერთი თვის წინ ვილნიუსში მოხდა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს დიდ შესაძლებლობებს საქართველოში ბიზნესის წარმართვისა და ინვესტირებისათვის. კერძოდ, ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას ეძლევა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე გასვლის უნიკალური შესაძლებლობა. ეს კი ბუნებრივად გაზრდის ჩვენს მომხიბვლელობას რენტაბელური ინვესტიციების განხორციელების კუთხით. მოველით, რომ საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოება სათანადოდ გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს და, ადრე თუ გვიან, ჩვენ მივიღებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ფარგლებში უზრუნველყოფილ სარგებელს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია