დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სემეკ-ი თბილისში ბრუნდება
ავტორი:
2014/იანვარი/10 09:30:03
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თბილისში ბრუნდება. კომისიის გუშინდელ  საჯარო სხდომაზე ცვლილებები შევიდა "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებაში.
კერძოდ, 2014 წლის პირველი თებერვლიდან კომისიის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქუჩა №19.
"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული სიახლეები ითვალისწინებს კომისიის საქმიანობის მოდერნიზებასა და მისი ეფექტურობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს კომისიის განახლებულ ინსტიტუციურ ერთეულად გარდაქმნას. საქართველომ 2013 წლის დასაწყისში გააკეთა განაცხადი ენერგეტიკულ თანამეგობრობაში (Energy Community) გაწევრიანების თაობაზე, რაც გულისხმობს რიგი სამუშაოების განხორციელებასა და ენერგეტიკის კუთხით საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირის მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან. შესაბამისად, ევროპის ერთიან ენერგეტიკულ სივრცეში მოქცევა მოითხოვს მარეგულირებელი კომისიის საქმიანობაში ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნათა იმპლემენტაციას. ამ მიმართულებით მოქმედი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული კომისია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის დახვეწას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კომისიის მომდევნო საქმიანობის პროცესში მნიშვნელოვანი და აუცილებელია აქტიური თანამშრომლობა და მჭიდრო კავშირები როგორც ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან საქართველოში, რომელთა უმეტესობაც მდებარეობს ქ. თბილისში.
კომისია აცნობიერებს რა მარეგულირებელი ორგანოს როლსა და მნიშვნელობას ძლიერი ენერგოსექტორის არსებობის პირობებში, 2014 წლის პირველი თებერვლიდან ფუნქციონირებას განაგრძობს ქ. თბილისში, რათა გაუმჯობესდეს კომისიის საქმიანობა, რაც გულისხმობს ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, კომისიის წინაშე დასმული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, საქმიანობის გამჭვირვალობას, კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ კომპანიებთან მჭიდრო კომუნიკაციის უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა მოკლე ვადებში საზოგადოებას შესთავაზონ და გაუწიონ სრულიად ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება", - ნათქვამია კომისიის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია