დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროკავშირი - სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ აღიარება საერთაშორისო სამართალს არღვევს
ავტორი:
2018/მაისი/29 22:00:02
../photo/2015_02/0-0SEQT-2015/evrokavshiri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495827-evrokavshiri-siriis-mier-afkhazethisa-da-samkhreth-osethis-damoukideblobis-aghiareba-saerthashoriso-samarthals-arghvevs.html", "headline": " ევროკავშირი - სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ აღიარება საერთაშორისო სა...", "datePublished": "2018-05-29 18:01:24", "dateModified": "2018-05-29 18:01:24", "description": "სირის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება საერთაშორისო სამართალს არღვე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0SEQT-2015/evrokavshiri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სირის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება საერთაშორისო სამართალს არღვევს. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში დღეს გამოქვეყნდა.

„სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, არღვევს საერთაშორისო სამართალს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს გაეროს რეზოლუციებისა და ქარტიის შესაბამისად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ საკითხზე სპეციალურ განცხადება გაავრცელა. „სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების გახსნის დონეზე დამყარდება“, - ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია