დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსანდრე ჭიკაიძე - უგულავა გაფრთხილებული იყო, რომ ქვეყნის ტერიტორიიდან არ გასულიყო
ავტორი:
2014/ივლისი/03 13:00:04
შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, გიგი უგულავა გაფრთხილებული იყო, რომ ქვეყნის ტერიტორიიდან არ გასულიყო. მისი ინფორმაციით, უგულავა ფინანსურმა პოლიციამ გააფრთხილა, რომ კვლავ დაკითხვაზე იყო დაბარებული. ამის შესახებ ჭიკაიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ჭიკაიძე უგულავას დაკავების პოლიტიკურ საფუძვლებს გამორიცხავს.
"ის ბრალდებულია მრავალ ფინანსურ მაქინაციაში, სახელმწიფო ფულის გაფლაგვაში. პროკურატურა ამ საქმეებით არის დაკავებული. გამოძიება ობიექტურად და სწორი მიმართულებით მიდის. მას პრობლემა აქვს ქვეყნის ბიუჯეტის ფულის გაფლაგვასთან და მაქინაციებთან დაკავშირებით, გაფრთხილებული იყო რომ ქვეყნის ტერიტორიიდან არ გასულიყო. ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გაფრთხილების მიუხედავად, მან გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება, რის გამოც მოხდა მისი დაკავება. გუშინ ფინანსურმა პოლიციამ გააფრთხილა, რომ კვლავ დაკითხვზაე იყო დაკავებული", - ასეთი განმარტება გააკეთა ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით. მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ვინც კანონს დაარღვევს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს დილით თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. დაკავების მიზეზად უკანონო შემოსავლების ლეგალიზება სახელდება. ამჟამად უგულავა ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1078
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია