დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით დარახველიძე ქუთაისში 68 დევნილ ოჯახს ბინებს გადასცემს
ავტორი:
2014/მაისი/22 21:00:07
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე ხვალ, ქუთაისში 68 დევნილ ოჯახს ბინებს გადასცემს.
უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქუთაისში, ჭავჭავაძის ქ. #58-ში მდებარე ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვრებელ ფართად გადააკეთა.
"აღნიშნულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მისაღებად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოში სულ 1500 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, კომისიამ 68 დევნილი ოჯახი შეარჩია. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები პირად საკუთრებაში გადაეცემათ", - განმარტავენ სამინისტროში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია