დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ გომელაური - არ ვიცი ოპოზიციას რა კითხვებზე არ აქვს პასუხი, ეს კითხვები დახურულ სხდომაზე არ დასმულა
ავტორი:
2018/აპრილი/18 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/gomelauri-vaxtang-parlamenti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488738-vakhtang-gomelauri-ar-vici-opozicias-ra-kithkhvebze-ar-aqvs-pasukhi-es-kithkhvebi-dakhurul-skhdomaze-ar-dasmula.html", "headline": "ვახტანგ გომელაური - არ ვიცი ოპოზიციას რა კითხვებზე არ აქვს პასუხი, ეს კითხვები დახურულ სხდომაზე არ დ...", "datePublished": "2018-04-18 15:54:13", "dateModified": "2018-04-18 15:54:13", "description": "არ ვიცი ოპოზიციას რა კითხვებზე არ აქვს პასუხი, ეს კითხვები დახურულ სხდომაზე არ დასმულა, - ამის შესახ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/gomelauri-vaxtang-parlamenti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არ ვიცი ოპოზიციას რა კითხვებზე არ აქვს პასუხი, ეს კითხვები დახურულ სხდომაზე არ დასმულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასა და მაჩალიკაშვილის თემის ირგვლივ ოპოზიციის კითხვების პასუხად განუცხადა.

გომელაურის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს მასალები, თუ როგორ მიმდინარეობდა მოვლემები, როგორ შემოვიდნენ, ვინ ეხმარებოდა, იარაღი საიდან არის ამოღებული, როდინდელი ჩამარხულია სამარხში. „ყველაფერი მიდის გამოძიებასთან. ეს არ არის დაფარული. ყველაფერი გარკვეულია და ჩვენებებს იძლევიან ის ადამინები, ვინც დაკავებული არიან“, - განმარტა სუს-ის უფროსმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სპეცოპერაციის დროს ადგილზე იმყოფებოდა სოსო გოგაშვილი, გომელაური ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ადგილზე არც გოგაშვილი და არც ერთი მისი მოადგილე არ იმყოფებოდა.

კითხვაზე, გროვდება თუ არა სამხილები მაჩალიკაშვილის მამის მიმართ და დაიკითხება თუ არა ისიც, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ „თუ გამოვლინდება რამე დანაშაული და საფრთხე, დაიკითხება ყველა“. „თუ გამოვლინდება რამე დანაშაული და საფრთხე, დაიკითხება ყველა. ისე, რომ სპეცსამსახურები მუშაობდნენ და რამე „გამოვუჩხრიკოთ“ და დავადანაშაულოთ, ასე არაა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 450
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია