დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ინტერფრაქციული ჯგუფი სხდომის ჩატარებას ქობულეთში გეგმავს
ავტორი:
2014/იანვარი/20 14:30:02
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი მომდევნო სხდომის ჩატარებას ქობულეთში გეგმავს. ჯგუფის გასვლითი შეხვედრა 25-26 იანვარს გაიმართება.
ინტერფრაქციულმა ჯგუფმა გასვლითი სხდომა გასულ კვირას კაჭრეთში გამართა, სადაც არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ვარიანტი წარადგინეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განუცხადა, მათ ინტერფრაქციულ ჯგუფს შესთავაზეს საკუთარი წინადადებები საარჩევნო სისტემაზე, საარჩევნო სიებზე, საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირებაზე, წინასაარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.
ამჟამად ინტერფრაქციული ჯგუფი მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური აცხადებს, საარჩევნო კანონში დაგეგმილი ცვლილებები განხილვისთვის თებერვლის ბოლოსთვის მზად იქნება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1193
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია