დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ დავიწყეთ ახალი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომლებიც გათვლილია ქვეყნის მომავალზე, რომლებითაც ხელს ვუწვდით ჩვენს აფხაზ ძმებს
ავტორი:
2017/სექტემბერი/16 19:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452645-giorgi-kvirikashvili-chven-davitsyeth-akhali-masshtaburi-proeqtebis-gankhorcieleba-romlebic-gathvlilia-qveynis-momavalze-romlebithac-khels-vutsvdith-chvens-afkhaz-dzmebs.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ დავიწყეთ ახალი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომლებიც გათვლილია ქვეყნის მომავალზე, რომლებითაც ხელს ვუწვდით ჩვენს აფხაზ ძმებს ", "datePublished": "2017-09-16 15:36:24", "dateModified": "2017-09-16 15:36:24", "description": "ჩვენ დავიწყეთ ახალი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომლებიც გათვლილია ჩვენი ქვეყნის მომავალზე, რომლებითაც ასევე ხელს ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/92a345c7897fbdd26faf88edfb793dd1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ დავიწყეთ ახალი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომლებიც გათვლილია ჩვენი ქვეყნის მომავალზე, რომლებითაც ასევე ხელს ვუწვდით ჩვენს აფხაზ ძმებს და გამოვთქვამთ იმედს, რომ სწორედ ეს დაგვეხმარება ნდობის დაბრუნებაში და ჩვენი მიზნების დაახლოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დაიწყება.

”ამ პროექტის ღირებულება ორ-ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს. ანაკლიის პორტის ამოქმედება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. ამ მასშტაბის პორტის არსებობით, საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ მისიას აბრეშუმის გზაზე და გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ცენტრი რეგიონში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაჩნდება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

მეორე უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ საუნივერსიტეტო კლინიკა გამყოფ ხაზთან, სოფელ რუხში. კლინიკის აშენება საბოლოოდ 40 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. ახლა მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და სულ მალე იქ მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის, აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტებისთვის. ეს კლინიკა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით, მათ შორის, საერთო საცხოვრებლით რეზიდენტებისთვის და სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის.
აქვე მინდა ვთქვა, რომ სოფელ რუხში მოეწყო სავაჭრო ცენტრი, სადაც ცნობილი კომპანიები ოპერირებენ. ამ ცენტრით, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სარგებლობენ ჩვენი აფხაზი დები და ძმები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები. ასე რომ, ეს პროექტი არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შეხვედრის ადგილიც არის, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან შეხვედრის ადგილი არის, რაც ძალიან სასიხარულოა”,- განაცხადა პრემიერმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია