დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანიამ პოლონელ სენატორს ბოგდან კლიხს უმასპინძლა
ავტორი:
2014/ივნისი/27 17:30:03
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ პოლონელ სენატორს, ბოგდან კლიხს უმასპინძლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს , შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დღეს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გაიმართა.
მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა და რეგიონალური უსაფრთხოება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პოლონელ სტუმარს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, თავდაცვის უწყების გამჭვირვალობის გაზრდას, სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ასევე, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია