დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ აღსრულებაზე პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს დაევალა
ავტორი:
2018/ივნისი/26 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/cixelashvili_a5ff2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500425-othkhozoria-tatunashvilis-siis-aghsrulebaze-pasukhismgebloba-sagareo-saqmetha-da-iusticiis-saministroebs-daevala.html", "headline": "„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ აღსრულებაზე პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს...", "datePublished": "2018-06-26 10:45:28", "dateModified": "2018-06-26 10:45:28", "description": "„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ აღსრულებაზე პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/cixelashvili_a5ff2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ აღსრულებაზე პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს დაევალა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როლის მიხედვითაც დაამტკიცა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.

„ამ სიაში შედის 33 პირი და ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 1991 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩაიდინეს მძიმე დანაშაულებები და რომელთა მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი წარმოება, ან მიმდინარეობდა წარსულში. ცხადია, აქ შესულია ტატუნაშვილთან დაკავშირებული ორი ბრალდებული და ოთხოზორიას საქმეში მსჯავრდებული კანჯი ოღლი, რომელიც ინტერპოლით იძებნება. პარლამენტის რეზოლუციით განისაზღვრა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს ამ პირების მიმართ. ამაში შედის ყველა შესაძლო შეზღუდვა, მათ შორის ქონებრივი, ფინანსური და გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სიაში შემავალი პირების მიმართ. ასევე განისაზღვრა ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მის აღსრულებაზე და ესენია იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები. ისინი ამავდროულად ანგარიშს წარუდგენენ პარლამენტს და მთავრობას აღსრულების თაობაზე“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, სია არ არის დახურული, ვინაიდან გამოძიება გრძელდება და ახალი ბრალდებულების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა სია გაფართოვდეს.
ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, სია პარლამენტს გადაეგზავნება, ის დაამტკიცებს და ამის შემდეგ გახდება საჯარო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 441
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია