დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, ყოველგვარი პრობლემების გარეშე
ავტორი:
2014/მაისი/21 20:30:07
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, ყოველგვარი გართულების, პრობლემების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა აგრეთვე დაადასტურა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის შეხვედრისას ამ საკითხზე იყო საუბარი.
"საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინმა დაგვიდასტურა და საჯარო განცხადება გააკეთა მისი მთავრვობის სახელით, რომ რუსეთი არ ისახავს მიზნად ჩაერიოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყოველგვარი გართულების გარეშე მოვაწერთ ხელს ამ ხელშეკრულებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1000
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია