დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერია საკრებულოს დასამტკიცებლად ბიუჯეტის პროექტის მეოთხე ვარიანტს სთავაზობს
ავტორი:
2014/თებერვალი/28 22:00:02
თბილისის მერია იმედოვნებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტს საკრებულოს შემდეგ სხდომაზე დაამტკიცებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი არის რიგით მეოთხე ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც თბილისის მერია საკრებულოს განსახილველად სთავაზობს. ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტი 785 მლნ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენილი ვარიანტი ყველა იმ მოთხოვნასა და სურვილებს მოიცავს, რაც ბოლო 4 თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან უხვად იქნა გამოთქმული. ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას ასევე მხედველობაში იქნა მიღებული საკრებულოს უმრავლესობის მიერ გამოთქმული შიში ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში პრივატიზაციის მაჩვენებლის 60,0 მლნ ლარით ზრდასთან დაკავშირებით და ეს ციფრიც დაუბრუნდა პირვანდელ მაჩვენებელს. თბილისის მერია ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ქალაქის ყველა რაიონში, აქტიურად აწარმოებდა მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამ შეხვედრების გათვალისწინებით, ასევე ცვლილებებია ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტის ხარჯვით ნაწილში, კერძოდ: სოციალური დახმარებების პროგრამა (მ.შ. ოპერაციების და მკურნალობების დაფინანსება) 10,0 მლნ ლარით და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა 10,0 მლნ ლარით არის გაზრდილი. თბილისის მერია იმედს გამოთქვავს, რომ საკრებულოს უმრავლესობა შემდეგ საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტს განიხილავს და დაამტკიცებეს, შესაბამისად დედაქალაქში ბიუჯეტის არ არსებობით გამოწვეული პრობლემები აღმოიფრხვრება და თბილისელების კეთილდღეობისთვის დაგეგმილი ყველა პროექტი დროულად განხორციელდება", -ნათქვამია განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია