დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ავთანდილ ბერიძე "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კანონის გაუქმების საკითხს სვამს
ავტორი:
2014/მაისი/19 18:00:01
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წინაშე "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კანონის გაუქმების საკითხს სვამს.
აღნიშნული წინადადებით ავთანდილ ბერიძემ ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფს მიმართა.
"საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლი ამბობს, რომ არსებობს კანონი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ". აღნიშნული კანონი ფაქტიურად, სიტყვა-სიტყვით იმეორებს აჭარის კონსტიტუციის პოსტულატებს. მე ვამბობ, თუ რა საჭიროა ორი ერთმანეთის მსგავსი და ერთნაირი დოკუმენტი. ვფიქრობ, იმისათვის, რომ აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ იფუნქციონიროს სრულიად საკმარისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ და დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ავთანდილ ბერიძემ.
მისივე თქმით, კანონი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" სრულიად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
"თუკი აღნიშნული კანონი მაინც დარჩება, საჭიროა მისი მისადაგება საქართველოს კონსტიტუციასთან. დღეს ბევრი შეუსაბამობაა გამოწვეული იმით, რომ საქართველოს კონსტიტუციამ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება, ხოლო კანონი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" მიღებიდან დღემდე, ანუ 2004 წლიდან დღემდე არ შეცვლილა, - აღნიშნა "ინტერპნესნიუსთან" საუბრისას ავთანდილ ბერიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა, აქვე აღნიშნა ისიც, რომ ამ კანონთან დაკავშირებით, ანალოგიური პოზიცია აქვთ დაფიქსირებული ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია