დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სოციალურად დაუცველებს პენსიის ზრდასთან ერთად შემწეობაც შეუნარჩუნდებათ
ავტორი:
2013/სექტემბერი/13 13:33:02
პენსიის ზრდის გამო სოციალურად დაუცველებს შემწეობის გაუქმება არ ემუქრებათ. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს უთხრა. სერგეენკოს განმარტებით, სოციალური დახმარების სისტემაში რამდენიმე ფაქტორია, ერთერთი მათგანია ფინანსური შემოსავალი, რომელიც ქულებზე ზეგავლენას ახდენს. მინისტრის თქმით, ალოგიკური იქნებოდა, რომ პენსიის გაზრდის გამო სოციალურად დაუცველების ქულები შეცვლილიყო და დაახლოებით 20 000 ადამიანს პენსიები დაეკარგა. სერგეენოკოს თქმით, ამის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინიტრომ მთავრობისგან ნებართვა აიღო და მეთოდოლოგიაში მოდელირება მოახდინა. შედეგად, სოციალურად დაუცველებს პენსიის ზრდასთან ერთად შემწეობაც შეუნარჩუნდებათ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1183
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია