დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რიჩარდ ნორლანდი - საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ჰყავს ოთხი ქალბატონი, რომლებიც პოლიტიკოსი ქალების ნიმუშები არიან
ავტორი:
2014/მარტი/20 15:00:02
საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ მას მინისტრთა კაბინეტში ჰყავს ოთხი წევრი ქალბატონი, რომლებიც გარკვეულწილად არიან მოდელი და ნიმუში პოლიტიკოსი ქალების, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მრგვალ მაგიდას ესწრებიან, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდასაჭერად იმართება.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უკვე მრავალი წელია მხარს უჭერს ქალთა როლის ზრდას პოლიტიკურ ცხოვრებაში და ქალებისთვის თანასწორობის უზრუნველყოფას.
"საქართველოს სურს, რომ ჰქონდეს პროგრესი ამ საკითხებში და ამ მხრივ შეუერთდეს საერთაშორისო თანამეგობრობას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
რაც შეეხება მრგვალ მაგიდას, მისი მიზანია პოტენციურ ქალ კანდიდატებს მიაწოდონ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ცოდნა, გამოცდილება და ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები არჩევნებისთვის ახორციელებენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია