დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ახალგაზრდა ადვოკატებმა" პროექტ "ერთად ევროპული არჩევანისთვის" განხორციელება დაიწყეს
ავტორი:
2014/მაისი/13 15:30:03
"ახალგაზრდა ადვოკატებმა" არაქართულენოვან რეგიონებში პროექტ - "ერთად ევროპული არჩევანისთვის", განხორციელება დაიწყეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებიდან" აცნობეს, მათი ორგანიზაცია პროექტს - "ერთად ევროპული არჩევანისთვის", საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განახორციელებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და ხელმზღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, პროექტის ხელმძღვანელმა ემილ კურბანოვმა და სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დირექტორმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა განაცხადეს.
მათივე თქმით, ორგანიზაცია ოთხი თვის განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის მუნიციპალიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალციხის მუნიციპალიტეტში, უზრუნველყოფს ეთნიკურად არაქართულენოვანი რეგიონის ახალგაზრდების ინფორმირებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის, ცვლილებებისა და მოლოდინების შესახებ. გამართავს საჯარო ლექციას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ და რეგიონის სამოქალაქო ჯგუფებთან ფართო დიალოგის ფონზე, წარმოაჩენს საქართველოს ევროპული არჩევანის ინსტიტუციურ მდგრადობას და უპირატესობას.
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები", პროექტის განხორციელების პროცესში, უზრუნველყოფს აქტიურ კომუნიკაციას არაქართულენოვანი რეგიონის საგანამნათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. მოამზადებს მათთან შეხვედრებს, თემაზე გაიმართება საჯარო ლექცია, გამოიცემა საინფორმაციო გაზეთი საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ, პროექტში მონაწილე წევრები გაზეთის გავრცელებას თავად მოახდენენ ადგილობრივ მოსახლეობაში.
ამასთან, ორგანიზაცია თემაზე: "საქართველო ევროკავშირის გზაზე", გამოაცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს, ფორმირებას გაუკეთებს საკონკურსო კომისიას და მოამზადებს დასკვნით კონფერენციას შერჩეულ რეგიონებში. ორგანიზაცია, კონკურსის შედეგად გამოსცემს გამარჯვებული ნაშრომების კრებულს და დააჯილდოვებს წარმატებული თემის ავტორებს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თანამშრომლობა ევროიტეგრაციის მიმართულებით სამთავრობო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ევროპული არჩევანი საპასუხისმგებლო, ისტორიული მომენტია. ამ პროცესში კი ახალგაზრდების ჩართულობა ახალი საზოგადოებრივი თვითშეგნების, მართლწესრიგისა და სოციალური გარემოს შექმნისთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. პროექტის მომზადება სწორედ ამ მიზნებით გახდა აუცილებელი, რადგანაც ჯერ კიდევ სათანადოდ არ ხდება, მათ შორის ეთნიკურად უმიცრესობაში მყოფი ახალგაზრდების ინფორმირება, თუ რა პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პრობლემის დაძლევისთვის საჭიროა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია ევროპული არჩევანის სიკეთეებისა და მნიშვნელობის შესახებ.
ორგანიზაციის აზრით, პროექტის განხორციელების პროცესში, რისკ-ფაქტორებად უნდა დასახელდეს არასწორი წარმოდგენა ევროპული ინტეგრაციის მიმართ. არსებობს უამრავი სტერეოტიპი, რითაც ევროპასთან საქართველოს ურთიერთობა წარმოჩენილია, როგორც ტრადიციულობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დათმობაზე მითითებით. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, რომელიც, თითქოსდა აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს.
"პროექტის ავტორთა შეფასებით, აღნიშნული რისკები აღმოიფხვრება და პროექტის მრავალფეროვანი აქტიურობები, ინიციატივაში ახალგაზრდების უშუალო თანამონაწილეობა, ყველა გამოწვევაზე საგნობრივი დისკუსია, სწორი ხედვის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა.
ორგანიზაცია პროექტს "ერთად ევროპული არჩევანისთვის" 05/05/2014 – 05/09.2014 შუალედში გამართავს. ორგანიზაცია, აღნიშნულ ინიციატივას, სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" საგრანტო პროექტის ფარგლებში ახორციელებს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 904
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია