დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
26 მაისს თბილისს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს საპატიო კონსულები ესტუმრებიან
ავტორი:
2014/მაისი/19 12:00:01
26 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს საპატიო კონსულები ესტუმრებიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში საპატიო კონსულები შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და სამინისტროს ხელმძღვანელობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება საპატიო კონსულების ინსტიტუტის, მათ მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და სამომავლო საქმიანობის საკითხებს.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საპატიო კონსულებს ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის, ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების, საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის, საქართველოს ევროპული ლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არსებულ პროგრესზე.
საპატიო კონსულები ასევე მონაწილეობას მიიღებენ, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს საპატიო კონსულები ჰყავს მსოფლიოს 11 ქვეყანაში, ისინი ახორციელებენ სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებით პროექტებს თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, ასევე ხელს უწყობენ საქართველოსა და ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობით განვითარებას, მათი ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ქართული დიპლომატიის ისტორიაში საქართველოს საპატიო კონსულების შეკრება პირველად ხდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია