დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკანიანი - ფუჭია მცდელობა, თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართონ
ავტორი:
2018/თებერვალი/20 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/zalkaliani_90d48.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479317-davith-zalkaniani-futcia-mcdeloba-thavshesafris-mothkhovnith-evrokavshiris-tsevr-qveynebs-mimarthon.html", "headline": "დავით ზალკანიანი - ფუჭია მცდელობა, თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართონ", "datePublished": "2018-02-20 18:49:20", "dateModified": "2018-02-20 18:49:20", "description": "ფუჭია მცდელობა, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით, - ამის შესახებ ”პალიტრან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/zalkaliani_90d48.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ფუჭია მცდელობა, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკანიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად, შესაბამისად, მცირეა შანსი იმის, რომ საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყანაში თავშესაფარი მიიღოს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოუწოდებს მოქალაქეებს, კარგად დაფიქრდნენ იმ სიკეთეზე, რაც ქვეყანას აქვს და იმ ზიანზე, რომელიც მათმა ქმედებამ შეიძლება მიაყენოს საზოგადოებას.

„ფუჭია მცდელობა, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფარის მოთხოვნით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული. იგივე ისლანდიაში ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რომ ისლანდიას საქართველო უსაფრთხო ქვერყნების სიაში შეეყვანა და ამის შემდეგ იქ იკლო თავშესაფრის მაძიებელათა რაოდენობამ. აქტიურად ვმოქმედებთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთანაც. მინდა მივმართო იმ მოქლაქეებსმ, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ გერმანიაში წასვლა, მათი სურვილი და მცდელობა, რომ იპოვონ თავშესაფარი, ფუჭია, რადგან საქართველო გერმანიაშიც უსაფრთხო ქვეყნად განიხილება. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რასაც თავისუფალი გადაადგილება ჰქვია. ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი ევროინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი”, - განაცხადა დავით ზალკანიანმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია