დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იან კელი "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს ხვდება
ავტორი:
2017/აგვისტო/23 11:30:02
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მედიისგან დახურულ ფორმატში, პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.

"შეხვედრისას საუბარი "რესპუბლიკური პარტიის", როგორც ლიბერალური, პროდასავლური პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო და სამომავლო გეგმებს, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხება",- განმარტავენ პარტიაში.

ელჩსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანს, კრისტი მორდჰორსტს ხვდებიან "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია, ეროვნული კომიტეტის წევრები ლევან ბერძენიშვილი და მიხეილ ჩემია.

მედიისთვის კომენტარის გაკეთება შეხვედრის შემდეგ იგეგმება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 752
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია