დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს დღეს ჰერმან ვან რომპეი ეწვევა
ავტორი:
2014/მაისი/13 10:30:02
საქართველოს დღეს ორდღიანი ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი  ჰერმან ვან რომპეი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს რომპეის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი და წარმოადგენს ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას ჩვენი ქვეყნისადმი.
ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვა.
"ვიზიტი მნიშვნელოვანია, იმ კუთხითაც, რომ განხორციელდება ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე. ვიზიტის ფარგლებში რომპეი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია