დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზურაბ აბაშიძე – ვერც ერთი ადამიანი ჩაიდენდა დანაშაულს, მწვანე შუქი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან რომ არ ჰქონოდა
ავტორი:
2014/იანვარი/08 18:00:14
პარლამენტის ვიცე სპიკერის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პატიმრის წამების გამო, მეგის ქარდავას, გაგა მკურნალიძის და ალექსანდრე მუხაძისთვის ბრალის დამძიმების ფაქტი ადასტურებს , რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს.
დეპუტატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანთა მხრიდან ასეთ მძიმე დანაშაულებს ადგილი არ ექნებოდა, მწვანე შუქი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან რომ არ ჰქონოდათ ანთებული". მისივე თქმით, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად.
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურა საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, რასაც მძიმე დანაშაულებების გამოძიება ჰქვია, რომელთაც წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჰქონდა ადგილი. აშკარაა, რომ პატიმრების არაადამიანური მოპყრობა და წამება სისტემურად ხდებოდა და ის ადამიანები, რომლებიც დღეს მიმალვაში არიან, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე და რა თქმა უნდა, ვერავინ გაექცევა იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელთაც აღნიშნულ ფაქტებთან შეხება ჰქონდა. ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების პირობებში წახალისებული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები მსგავს რაღაცას ვერ ჩაიდენდნენ, ვერ გაბედავდნენ. ვერც ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა დანაშაულს, მწვანე შუქი პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან რომ არ ჰქონოდა ანთებული, როგორიც იყო: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ძმები ახალაიები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ.
ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე და შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია