დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
განათლების მინისტრობის კანდიდატი - ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიცით რა ნაბიჯები გადავდგათ
ავტორი:
2018/ივლისი/12 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/batiashvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503040-ganathlebis-ministrobis-kandidati-chven-gvaqvs-gegma-da-vicith-ra-nabijebi-gadavdgath.html", "headline": "განათლების მინისტრობის კანდიდატი - ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიცით რა ნაბიჯები გადავდგათ", "datePublished": "2018-07-12 05:45:26", "dateModified": "2018-07-12 05:45:26", "description": "რეფორმების გატარება განათლების ხუთივე საფეხურზე უმოკლეს ვადებში დაიწყება, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/batiashvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რეფორმების გატარება განათლების ხუთივე საფეხურზე უმოკლეს ვადებში დაიწყება, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი სისტემა და ის დაფუძნებული იქნება ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა წარდგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, რეფორმები ორიენტირებული იქნება სწრაფ, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც ადამიანური კაპიტალი უნდა მოგვცეს.

„განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი ეს არის ის სფეროები, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებას და განვითარებას. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული ცვლილებები, რეფორმების გატარება განათლების 5-ვე საფეხურზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე. ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში. ვფიქრობ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, იგივე ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ ვიცით რა ნაბიჯები გადავდგათ, შესაბამისად, ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უმოკლეს პერიოდში უსწრაფესი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

თემა: სამთავრობო ცვლილებები გიორგი ქობულია - მზად ვარ, ჩემი 18-წლიანი გამოცდილება მოვიტანო ქვეყანაში
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია