დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ყოველკვირეულად გაიმართება
ავტორი:
2014/იანვარი/04 20:30:03
მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა ყოველკვირეულად გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სახელმწიფო კანცელარიაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, სამუშაო შეხვედრების გასამართად, ძირითადად, შაბათი დღე იქნება შერჩეული.
რაც შეეხება დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს, უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, საუბარი შეეხება იმ კანონპროექტებს, რომლებთან დაკავშირებითაც, პარლამენტსა და მთავრობას შორის შეთანხმება აუცილებელია.
"ჩვენ ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, ახალი წლის დღეების გამო ბევრი თემა გვქონდა დაგროვილი, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. საკითხები ეხება იმ კანონპროექტებს, რომლებიც გასული წლიდან გადმოგვყვა, მათ შორის, თვითმმართველობის რეფორმას, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკითხს და ა.შ. გარკვეულწილად ვაჯამებთ გასულ წელსაც, ვსაუბრობთ იმ ძირითად ამოცანებზე, რომლებიც წელს გვექნება და ვაზუსტებთ იმ კანონპროექტების ჩამონათვალს, რითაც პარლამენტი წელს დაიწყებს მუშაობას. ასე, რომ ეს არის ჩვეულებრივი მუშა შეხვედრა, რომლის გარეშეც შეუძლებელია სახელმწიფოს მართვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის სამუშაო შეხვედრებს კვირაში ერთხელ მაინც ჩავატარებთ და ეს ძირითადად, მოხდება შაბათს", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე საუბარი არ შეხებია ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურას.
"საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ გვქონია. ამაში პარლამენტარები არ ჩავერევით. ეს არის მთავრობის პრეროგატივა, შესაბამისად, ეს საკითხი არც დასმულა და არც დაისმება. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ახალი მთავარი პროკურორი უნდა წარადგინოს", - განმარტა დავით საგანელიძემ.
სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელოს, 17.00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია