დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია - მე ვერ მოვითხოვდი ვიოლინოების პარტიას ჩვენი ჯაზ-გუნდებისთვის - ჩემი საქმეა, რომ თავდაცვისუნარიანობა ავამაღლოთ
ავტორი:
2014/მაისი/10 11:00:03
შეიძლება ჩვენი გუნდის ზოგიერთ წევრსაც ბოლომდე არ აქვს გააზრებული ის საფრთხე, რომლის წინაშეც დგას ევროპა, მათ შორის ჩვენც , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "რეაქციაში" განაცხადა.
ამით ალასანია გადაცემის წამყვანის კითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის მინისტრი საჰაერო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ.
ალასანიას თქმით, როდესაც ის საერთაშორისო ფორუმზე საუბრობდა ნატო-ს პასუხზე რუსეთის აგრესიის მიმართ, აბსოლუტურად ლოგიკური იყო ეხსნებინა ის, რომ თუკი ალიანსს უნდა სერიოზული პასუხი გასცეს ამ გამოწვევას, უნდა დაიწყონ სამხედრო შემაკავებლების განთავსება აღმოსავლეთ ევროპაში.
"მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვითხოვ შეიარაღებას და ეს ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს. მე, ბუნებრივია, ვერ მოვითხოვდი ვიოლინოების პარტიას ჩვენი ჯაზ-გუნდებისთვის. ჩემი საქმეა, რომ თავდაცვისუნარიანობა ავამაღლოთ. შეიძლება ზოგიერთ ჩვენს გუნდის წევრსაც ბოლომდე არ აქვს გააზრებული ის საფრთხე, რომლის წინაშეც დგას ევროპა, მათ შორის ჩვენც", - განაცხადა ალასანიამ.
კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის მათ, ვინც გააკრიტიკა და მათ შორის მანანა კობახიძეს, ალასანიამ უპასუხა, რომ ის ამას ამბობს ყველაზე, "ვისაც მსგავსი განცხადება აქცს გაკეთებული". "ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტად პარლამენტში, მთავრობაში, ყველას ავუხსნათ თუ რას ნიშნავს ჩვენი თავდაცვისთვის ისეთი შეიარაღება, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ცა იყოს დაცული", -განაცხადა ალასანიამ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსებაზე ირაკლი ალასანიას განცხადებას ნაჩქარევი უწოდა. უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი როდესაც აკეთებს ასეთ განცხადებას, ფიქრობს, რომ ეს წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული მთავარსარდალთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია