დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე იულია ტიმოშენკოს პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს
ავტორი:
2014/თებერვალი/24 16:30:02
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე იულია ტიმოშენკოს პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს.
"ყოველთვის მჯეროდა, რომ პოლიტიკური ანგარიშწორება, უსამართლობა, მხოლოდ მძიმე შედეგს მოიტანს მისი შემოქმედისთვის!"- ამ სიტყვებით გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას facebook-ის საკუთარ გვერდზე.
"მინდა მივულოცო ჩემს მეგობარს და უკრაინის ღირსეულ შვილს იულია ტიმოშენკოს განთავისუფლება! დარწმუნებული ვარ იგი შეძლებს თავისი ძალიან ხმამაღალი და ღირსეული სიტყვა თქვას უკრაინულ პოლიტიკაში ამ ქვეყნისთვის უმძიმეს დროს.
ვუსურვებ მას დაეხმაროს საკუთარ ხალხს და ქვეყანას მშვიდობიანად იქნას დაძლეული ცხოვრებაში ეს უმძიმესი ეტაპი.
ყოველთვის მჯეროდა, რომ პოლიტიკური ანგარიშწორება, უსამართლობა მხოლოდ მძიმე შედეგს მოიტანდა მისი შემოქმედისთვის.
სამწუხაროდ პირადი შეხვედრის დროს ჩემი თხოვნა - გაფრთხილება არ დაეჭირა იულია ტიმოშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩმა თავის დროზე ყურად არ იღო.
დღეს ტიმოშენკო თავისუფალია!
კიდევ ერთხელ ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, სიმხნევეს და დიდ წარმატებებს საკუთარი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ", -წერს ნინო ბურჯანაძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია