დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქეთევან ციხელაშვილი - სახელისუფლებო გუნდი მობილიზებულია, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილების მიმართულებით კანონმდებლობა საგაზაფხულო სესიის ბოლომდე იქნას მიღებული
ავტორი:
2018/მაისი/15 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/cixelashvili_fa79e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493172-qethevan-cikhelashvili-sakhelisuflebo-gundi-mobilizebulia-rom-narkopolitikis-cvlilebis-mimarthulebith-kanonmdebloba-sagazafkhulo-sesiis-bolomde-iqnas-mighebuli.html", "headline": "ქეთევან ციხელაშვილი - სახელისუფლებო გუნდი მობილიზებულია, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილების მიმართულებით კ...", "datePublished": "2018-05-15 08:47:02", "dateModified": "2018-05-15 08:47:02", "description": "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/cixelashvili_fa79e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი მობილიზებულია, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილების მიმართულებით კანონმდებლობა საგაზაფხულო სესიის ბოლომდე იქნას მიღებული.

„ამ დღეების განმავლობაში ყველამ დავინახეთ, რომ სახელისუფლებო გუნდი მოქმედებდა ძალიან კოორდინებულად, სწორად და ადეკვატურად იმ უმთავრესი ამოცანის ირგვლივ, რომ რაიმე ტიპის დაპირისპირება გამორიცხულიყო. ასევე, ძალიან ნათლად გამოიკვეთა, რომ ჩვენს ქვეყანაში არავის თავისუფლებას და უფლებებს არაფრის რისკი არ ექმნება, მათ შორის, არც გამოხატვის თავისუფლებას. ბუნებრივია, ნებისმიერ დემოკრატიულ, ლიბერალურ სახელმწიფოში თითოეულ მოქალაქის თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა და ეს ნიშნავს, რომ თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება და უფლებები იწყება და რა თქმა უნდა, გამოირიცხება ნებისმიერი ფორმის აგრესია. მე ძალიან დიდი მალდობა მინდა გადავუხადო სამართალდამცველებს, პოლიციელებს, რომლებიც იქ იდგნენ და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ეს ამოცანა შეასრულეს მართლაც ძალიან კარგად. ასევე, შს სამინისტრო და მინისტრი ძალიან ეფექტურად ჩაერთო ამ პროცესში. ახლა მიმდინარეობს დიალოგი ამ ჯგუფებთან. ეს არის სწორი პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს არა ქუჩაში, არამედ ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმაც ახლა მიიღო“, - განაცახდა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, გამოკვეთილია ხელისუფლების დამოკიდებულება და გეგმები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით.

„არსებობს განზრახვა რომ მოხდეს პოლიტიკის ლიბერალზიაცია იმ ნაწილში, რომელიც ეხება ნარკომომხმარებლებს, ხოლო იქნება სრულიად შეურიგებელი უშუალო ნარკოგამსაღებლებთან მიმართებაში“, - დასძინა ციხელაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 524
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია