დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი - ნებისმიერი ტიპის თვალთვალი ამაზრზენია
ავტორი:
2014/მაისი/09 14:30:03
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს მოსახლეობა თვისობრივად გაზრდილია და მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის თვალთვალი. საქართველოს პირველმა პირმა კომენტარი გააკეთა "რუსთავი-2"-ის ხელმძღვანელების განცხადებაზე, რომ მათ მიმართ ფარული აუდიო და ვიდეოთვალთვალი ხორციელდება. როგორც მარგველაშვილმა განმარტა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება თვისობრივად შეცვლილია.
"მინდა გამოვხატო კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით რა გზაც გაიარა ჩვენმა საზოგადოებამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. დეტალები ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით აღშფოთება და საზოგადოების მხრიდან მიუღებლობა ერთმნიშვნელოვნად არსებობს. რაც შეეხება იმას, რა კამერები იყო და ვინ ახდენდა გადაღებას, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ნახეთ დინამიკა – თუ რამდენიმე წლის წინ ასეთი ტიპის ჩანაწერები მიღებული იყო ჭეშმარიტებად და საზოგადოება იღებდა მას როგორც მისაღებ ინფორმაციას, დღეს მოსახლეობა თვისობრივადაა გაზრდილი და მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის თვალთვალი, რაც თავისთავად ამაზრზენია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ 6 მაისს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა.
ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია