დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ავტორი:
2014/ნოემბერი/26 14:00:03
ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისიტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ანდრის ბერზიშთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთათვის პატივის მისაგებად გმირთა მოედანზე ლატვიის მინისტრთა კაბინეტის წევრები და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია მივიდნენ.
მათივე ინფორმაციით, ცერემონიას აგრეთვე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოში ლატვიის სამხედრო ატაშე.
შესრულდა სამგლოვიარო მარში, საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.
ლატვიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 25 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბერს დასრულდება. დახვედრის საზეიმო ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდნენ. ხვალ კი საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან, სადაც სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1086
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია