დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" კარლ ბილდტის განცხადებაზე შეშფოთებას გამოთქვამს
ავტორი:
2014/აპრილი/30 14:30:02
კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით , რომ მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე უფრო საშიში მოვლენაა, შეშფოთებას გამოთქვამს.
"წარმოუდგენელია, საშიში უწოდო რელიგიას, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქადაგებს სიყვარულსა და სიმშვიდეს, სიკეთესა და თავმდაბლობას, ეროვნულ ტრადიციებსა და კაცთმოყვარებას, ოჯახის სიწმინდესა და ტოლერანტობას, თავისუფალ არჩევანსა და სხვა რელიგიური კონფესიების პატივისცემას. ევროპის ერთ-ერთი მოწინავე დემოკრატიის ქვეყნის, შვედეთის, ძალზედ მაღალი რანგის დიპლომატის ყოვლად გასაკვირად უპასუხისმგებლო განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება ზოგადსაკაცობრიო და დასავლურ ფასეულობების ფუნდამენტურ პრინციპებს. სხვათაშორის, იმ პრინციპებს, რომელიც დიდწილად სწორედ ქრისტიანული, ზოგადად, და კონკრეტულად, მართლმადიდებლურ ეთიკას ეფუძნება.
სამწუხაროა, რომ ბატონი ბილდტის ("ნაცმოძრაობის" ამ ცნობილი მეგობრის) გამონათქვამები დიდი ხანია გასცდა ორმაგ სტანდარტებს და იქცა კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფების მავნე, წამახალისებელ იარაღად. დიდად სამწუხაროა ისიც, რომ იგი დღემე ღიად უჭერს მხარს პოლიტიკურ ძალას, რომელმაც სწორედ ამ ტიპის განცხადებებით წაქეზებულმა დაუკარგა ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 %, წლების მანძილზე ტერორში ამყოფებდა საკუთარ მოსახლეობას და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ბატონი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არასოდეს დაინტერესებულა "ნაციონალური მოძრაობის" იმ ქმედებებით, რაზეც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ბრალს სდებდა ამ ორგანიზაციას.
უნებურად და სამართლიანადაც ჩნდება კითხვები - ვის და რას ემსახურება ბატონი ბილდტი! რა ვალდებულებები აქვს აღებული საკუთარ თავზე!", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ბარამიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას ახდენს და ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს რწმენას უკარგავს ამ ფასეულობებისადმი.
"პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალადობის წახალისება, ფსევდოდემოკრატიზმის დამკვიდრების მცდელობა და შეუწყნარებლობის ღიად პოპულარიზება. კოალიცია " ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" მიიჩნევს, რომ შვედეთის ხელისუფლებამ მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს მისი ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირის მიერ გაკეთებულ სრულიად უაპელაციო განცხადების გამო", - აღნიშნა მან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია