დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - ხელისუფლების მიერ კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართულ ნებისმიერ სერიოზულ შეთავაზებას მივესალმებით
ავტორი:
2014/ოქტომბერი/27 18:00:02
მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ნებისმიერ სერიოზულ შეთავაზებას, რომელიც კონფლიქტების მოგვარებისკენ იქნება მიმართული , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მარტყოფში, თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და განთავსების ცენტრის მეორე შენობის მშენებლობის გახსნაზე განუცხადა.
ამით რიჩარდ ნორლანდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ღარიბაშვილმა აფხაზებს და ოსებს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომია და ევროპული პერსპექტივა შესთავაზა. ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ერთგული და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
"მნიშნველოვანია, რომ ვიმყოფებით ლტოლვილთა ცენტრის შენობასთან. საქართველო ცდილობს ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ლტოლვილებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამავე დროს ვიხსენებთ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც წარმოიშვნენ საქართველოში მომხდარი კონფლიქტების შედეგად. მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ნებისმიერ სერიოზულ შეთავაზებას, რომელიც იქნება მიმართული კონფლიქტების მოგვარებისკენ და რომლის ფარგლებში შესაძლებელია მხარდაჭერა ჟენევის ფორმატის გამოყენების. ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთგული და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რასაკვირველია, თუ მოხდა საქართველოს მთავრობის მხრიდან სერიოზული შეთავაზების გაკეთება, ჩვენ მხარს დავუჭერთ საერთაშორისო ფორმატით ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებისას აღნიშნა, რომ დღეს არის აფხაზური ენის დღე და ის აფხაზებს ულოცავს ამ დღეს. ნორლანდის თქმით, მილოცვას თავადაც უერთდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1076
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია