დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ტუღუში გაერო-ს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
ავტორი:
2014/აპრილი/28 17:00:02
გაერო-ს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ტუღუში აირჩია. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან" აცნობეს, დღეს ჟენევაში გამართულ სხდომაზე, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საკუთარი ხელმძღვანელი ორგანო, ბიურო აირჩია.
მათივე ინფორმაციით, კომიტეტს დღეიდან ახალი თავმჯდომარის მოადგილე ჰყავს. კომიტეტმა ამ თანამდებობაზე, კომიტეტის საქართველოს სახელით არჩეული წევრი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი და ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრი, გიორგი ტუღუში აირჩია.
გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი 10 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება და მეთვალყურეობს გაეროს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო კონვენციის იმპლემენტაციას წევრ სახემწიფოებში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1390
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია