დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ვფიქრობ, ამ მომენტში ხუმრობის კომენტირების დრო არ არის
ავტორი:
2014/დეკემბერი/04 21:00:02
"ხუმრობის კომენტირებაზე, მე ვფიქრობ, რომ ამ მომენტში ამის დრო არ არის", _ ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
პრეზიდენტის თქმით, იგი მზად არის სრული პასუხისმგებლობით უპასუხოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასმულ ყველა პოლიტიკურ შეკითხვას.
"მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სრული პასუხისმგებლობით ვუპასუხებ სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასმულ ყველა პოლიტიკურ შეკითხვას. იქნება ეს დასამული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, თუ მაგალითად ბატონი კოჟორიძის მიერ, ან ქალბატონი გიგაურის მიერ. თუ იქნება პოლიტიკური შეკითხვები, მე ყოველთვიოს პასუხისმგებლობით ვუპასუხებ. როდესაც საუბარია თქვენს მიერ მოწოდებული ხუმრობის კომენტირებაზე, მე ვფიქრობ, რომ ამ მომენტში ამის დრო არ არის", _ განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ერთადერთი "რეფორმების ექსპორტში" ჰქონდა ჩავარდნა და "რესპუბლიკელებისა" და პრეზიდენტის აქტიურობით ისიც "ანაზღაურებულია".
"ერთადერთი ჩავარდნა, რაც ჩვენ გვქონდა, რეფორმების ექსპორტია. "ნაციონალური მოძრაობის" შემდგომ ეს მიმართულება, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო. საქართველოში რეფორმების ექსპორტს ვერ ვახერხებდით, "ნაციონალები" კი გვარწმუნებდნენ, რომ ლამის ამაზე ცხოვრობდა საქართველო. დღეს "რესპუბლიკელების" და პრეზიდენტის აქტიურობით შეგვიძლია ეს ჩავარდნა ავინაზღაუროთ და რამდენიმე სიახლეს რეალიზება გავუკეთოთ. ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ და იმედია, ამ ხუმრობას გაიგებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია