დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუკავა მერიაში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვას დაესწრება
ავტორი:
2014/აპრილი/25 16:30:02
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავა მერიაში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვას დაესწრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "არასაპარლამენტო ოპოზიციიდან" აცნობეს, დღეს თბილისის მერიაში განიხილება წინამძღვრიშვილის ქუჩის მცხოვრებთა საჩივარი, რომლებიც მათ ქუჩაზე უკანონო მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მეტალის კონსტრუქციები 10 აპრილს, გვიან ღამით წარმოებული სამუშაოების შემდეგ აღიმართა. მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიათა მესაკუთრეებს, რომელთა უმეტესობაც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, პარკირების ერთადერთი შესაძლებლობა მოესპობათ, მათი საქმიანობა შეიზღუდება სივრცის დახურვის გამო, ხოლო კონკურენტუნარიანობა დაეცემა ახალი კონსტრუქციის მიერ მათი სარეკლამო განცხადებების ხილვადობის შეზღუდვის გამო. ასევე, საგრძნობლად შესუსტდება უსაფრთხოების მექანიზმები.
წინამძღვრიშვილის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემები 23 აპრილს საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიის სხდომაზე განიხილეს.
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" მხარს უჭერს მოქალაქეების საჩივარს. მივიჩნევთ, რომ თბილისის ქუჩებში ახალი სამშენებლო ნებართვების გაცემისას, უნდა იქნას გათვალისწინებული შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ინტერესები.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია