დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახი კახიშვილი - ცვლილება მხოლოდ იმ მინისტრებს შეეხოთ, რომლებსაც პოლიტიკური პატრონი არ ჰყავდათ
ავტორი:
2014/ივლისი/21 15:00:02
ცვლილება შეეხოთ მხოლოდ იმ მინისტრებს, რომლებსაც არ ყავდათ პოლიტიკური პატრონი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობაში საკადრო ცვლილებების კომენტირებისას ექსპერტმა კახა კახიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მოლოდინი იყო ძირეულ ცვლილებებზე და არა ფასადურზე.
"საზოგადოება უკვე დიდი ხანია ეფექტური მთავრობის მოლოდინშია. ძირეული რეფორმების კუთხით დაკისრებული ამოცანები მთავრობამ ვერ შეასრულა. ამიტომ, საზოგადოება ითხოვდა ძირეულ ცვლილებებს. როგორც ჩანს, ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების შემდეგ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ცვლილებების განხორციელება. მაგრამ, ამ ეტაპზე, ერთადერთი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი, რომ ცვლილება შეეხოთ მხოლოდ იმ მინისტრებს, რომლებსაც არ ჰყავდათ პოლიტიკური პატრონი, რომლებიც არ იყვნენ რომელიმე პოლიტიკური პარტიების აქტიური სახეები და მონაწილეობას არ იღებდნენ ამ პოლიტიკურ ინტრიგებში", - აღნიშნა კახიშვილმა.
მისივე თქმით, ცვლილებების აუცილებლობა მთავრობაში ესმოდათ, თუმცა კოალიციაში პოლიტიკური მიკროკლიმატის შენარჩუნებისთვის ეს ცვლილებები "პოლიტიკურად უპატრონო" მინისტრებს შეეხოთ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის , ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია