დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ხათუნა გოგალაძემ გარემოს დაცვის საკითხებზე კონფერენცია გახსნა
ავტორი:
2014/აპრილი/25 12:00:02
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გარემოსდაცვითი სანებართვო პოლიტიკის შესაქმნელად კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციას სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.
კონფერენცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში ჰანს ჰორბაჩიმ გახსნეს.
კონფერენციის მიზანია გამოავლინოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების ეროვნული სისტემის ხარვეზები ევროპულ კანონმდებლობასთან შედარებით და საერთაშრისო მოთხოვნებთან მიმართებით. ასევე განისაზღვრება სისტემის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი შემდგომი ნაბიჯები. შეხვედრა ასევე მიზნად ისახავს თანამედროვე გარემოსდაცვითი კონტროლის სისტემის როლის განსაზღვრას კომპანიების მიერ კანონმდებლობის ნებაყოფლობით შესრულების საქმეში. კონკრეტული ბიზნესგარემოს შექმნასა და საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვას.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განაცხადა, ნებისმიერ ქვეყანაში გარემოსდაცვითი ნებართვებით სისტემის ეფექტურად მუშაობა სწორი გადაწყვეტილებების მიღების ინსტრუმენტია. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა მხარეების მონაწილეობით გარემოს დაცვის სანებართვო სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ, დაგეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს ამ სისტემის გასაუმჯობესებლად.
გოგალაძის თქმით, 2013 წელს ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება გარემოს დაცვის სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ნებართვის სისტემის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას, გამოვლენილი ხარვეზების საკანონმდებლო სივრცეზე და ინსტიტუციურ მოწყობაში ასახვას.
თავის მხრივ, შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა ჰანს ჰორბაჩიმ. მისივე თქმით, საქართველოსა და ნიდერლანდებს ერთმანეთთან თანამშრომლობის გრძელვადიანი მემორანდუმი აკავშირებს. იგეგმება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ვიზიტი ნიდერლანდებში. ელჩის თქმით, დღევანდელი კონფერენცია ცხელს შეუწყობს მოიძებნოს ორი კარგი ბალანსი ინვესტირებასა და გარემოს დაცვას შორის, რომელიც გარემოს დაცვის გარანტი იქნება. ელჩმა აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტული პოტენციალის შესანარჩუნებლად.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია