დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები
ავტორი:
2014/დეკემბერი/26 11:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არის და იქნება პრინციპული ისეთ საკითხებში, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებას და ცხინვალთან დაგეგმილ ამავე ტიპის დოკუმენტის გაფორმებას გამოეხმაურა.
"რა თქმა უნდა, არის ძალიან რთული სიტუაცია. მიუხედავად ჩვენს მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკისა რუსეთთან მიმართებაში, არაადეკვატური იყო ის ნაბიჯი, რაც გადმოიდგა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან. მე ვგულისხმობ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან შეთანხმების გაფორმებას და ცხინვალთან დაანონსებულ შეთანხმებას.
ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი და არ წაადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ 2 წლის განმავლობაში მოგვეხდინა ურთიერთობების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ფარგლებში გადაგვეყვანა ყველაფერი. ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ, კონსტრუქციულ პოლიტიკას, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და მას საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმატებულად ახორციელებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.
"მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არის ინფორმირებული და ყველამ ერთხმად დაგმეს რუსეთის ეს ნაბიჯი", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან ეს არის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი და ეს ცუდად აისახება რეგიონში და ჩვენს ურთიერთობებში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1233
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია