დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - მე არ ვარ კორუმპირებული
ავტორი:
2014/აგვისტო/14 22:00:02
მე არ ვარ კორუმპირებული, ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა და დავდივარ მეტროთი, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის თაობაზე წაყენებული ბრალის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, ის თანხები, რაზეც პროკურატურა ედავება, რეალურად იხარჯებოდა სტუმრების მიღებაზე, სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებასა და არაღიარების პოლიტიკაზე.
"ლაპარაკი იყო იმაზე პერუში რატომ წავიდაო. გგონიათ მე მეხალისებოდა პერუში წასვლა? პერუში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რომელმაც კონგრესში განაცხადა, რომ უნდა აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. პერუს მხრიდან აღიარება ჩვენზე იქნებოდა მძიმე დარტყმა. ჩავედი პერუში რამდენიმე გადაჯდომით.
შემდეგ დამპატიჟეს კულტურულ ღონისძიებაზე, სადაც იყვნენ პერუს დეპუტატები, ჟურნალისტები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. რატომ უნდა გვეთქვა უარი? ისიც გამოაქვეყნეს ამ სამარცხვინოებმა, რომ რამდენიმე საგარეო ჩინოვნიკს იმ ქვეყნებში, სადაც იყო რისკი აღიარების, ჩვენ გადავეცით ფასიანი საჩუქრები. და რომ არ გადაგვეცა და კიდევ 20 ქვეყანა დამატებოდა ამაში, რა იქნებოდა ვხვდებით. მე არ მაქვს კორუმპირებული შემოსავლები. ივანიშვილს თვითონ აქვს მოყოლილი, რომ 100 მილიონი შევთავაზეო და უარი მითხრა, ნახეთ როგორი კორუმპირებულიაო. მე არ ვარ კორუმპირებული. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა პრეზიდენტობისას. მე არაფერი მომმატებია, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ", - განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ვალენსიაში გადაფრენის დეტალებიც გაიხსენა. მისი თქმით, ამ ვიზიტის შედეგად არქიტექტურულმა კომპანიამ ძალიან იაფად გააკეთა ბათუმის ბულვარის პროექტი.
"ხარჯებია, რომ იქ გაფრინდა და გამოფრინდაო. ბათუმის ბულვარის მშენებლობა დავიწყეთ 10 მაისს. გვჭირდებოდა ორ კვირაში პროექტი. იმ საღამოს გადავფრინდით ვალენსიაში, შევხვდით არქიტექტურულ კომპანიას, რამდენიმე სადილი გავმართეთ. ეს არის ის ხალხი, რომელმაც ეს პროექტი ორ კვირაში დაგვიმზადეს ძალიან იაფად", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ბრალის წაყენება მოხდა იმის გამო, რომ პირველი ორი ბრალი, რომელიც იყო წმინდა პოლიტიკური ხასიათის, ყველამ აღიქვა არასერიოზულად და პოლიტიკურ დევნად.
"ამდენი წელი, როცა ივანიშვილი იძახდა, რომ 19 მილიარდი წაიღო სააკაშვილმაო. ივანიშვილი არა მარტო იძახდა, თავადვე დაიჯერა თავისი ჭორები. ამ 19 მილიარდის შემდეგ იმის თქმა, რომ 9 წელიწადში 8 მილიონი სააკაშვილმა წაიღო, ეს ბრალი კიდევ უფრო სასაცილოა", - განაცხადა სააკაშვილმა.


PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 921
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია