დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - საქართველოს მომავლისათვის განუყოფელია ორი ინსტიტუტი – ევროკავშირი და ნატო
ავტორი:
2014/აპრილი/24 16:00:02
საქართველოს მომავლისათვის განუსაზღვრელი და განუყოფელია ორი ინსტიტუტი – ევროკავშირი და ნატო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.
დავით ბაქრაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს დავით უსუფაშვილთან ერთად შეხვდა. ბაქრაძის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო სწორედ ქვეყნის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოება.
"მახსოვს ჩემი შეხვედრები ბატონ შტაინმაიერთან 2008 წელს, როცა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ვადად სახელდებოდა 10, 15, 20 წელი. მაგრამ ცხოვრება ისე წავიდა, რეალობამ მოიტანა, რომ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვექნება. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ლოგიკა არის მეტი ინტეგრაცია და მეტი თანამშრომლობა, რასაც მიუთითებს ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და გამოყენებული უნდა იქნას 49-ე მუხლი. მჯერა, რომ ასეთი ვიზიტებით და ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელებით საქართველო ბევრად უფრო სწარაფად გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამისთვის საჭიროა, ქვეყნის ნორმალური განვითარება, სწორი შიდა განვითარება და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1080
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია