დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტი ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ჯანსაღ ტენდენციად მიიჩნევს
ავტორი:
2014/თებერვალი/10 19:30:02
საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას საქართველოში ჯანსაღ ტენდენციად მიიჩნევს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ ტენდენციას უწოდებს - "მეტი ევროპა დღესვე საქართველოში" და ეს ვილნიუსში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით დაიწყო.
"ამ ტენდენციას, რომ რაც შეიძლება მაღალი დონის ვიზიტები განხორციელდეს საქართველოში, რაც შეიძლება აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი ევროპელი კოლეგები, ფართოდ გაიშალოს საინფორმაციო კამპანია შიგნით, ამ ტენდენციას დავარქმევდი არა ომს, არამედ სწორ, ჯანმრთელ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რა გზით ვითარდება საქართველო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ჩართული იყოს ამ პროცესში და მასთან ერთად ჩართული იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებიც. შესაბამისად, ეს არის ძალიან ჯანმრთელი და სწორი ტენდენცია და მე მისგან ველი რეალურ ქმედებებს და ეს არის მხოლოდ დადებითი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია