დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ილია ელოშვილი - გენგეგმასთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი
ავტორი:
2018/მარტი/30 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/eloshvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485788-ilia-eloshvili-gengegmasthan-dakavshirebith-chveni-gadatsyvetileba-iqneba-samarthliani.html", "headline": "ილია ელოშვილი - გენგეგმასთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი ", "datePublished": "2018-03-30 05:09:49", "dateModified": "2018-03-30 05:09:49", "description": "ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არგუმენტირებულად გამყარებული, - ამის შესახებ თბილისის მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/eloshvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არგუმენტირებულად გამყარებული, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ელოშვილის თქმით, მერია დოკუმენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხდებს.
”ჩვენ ჩვენი პოზიციები არაერთხელ დავაფიქსირეთ სხვადასხვა მიმართულებით. კომუნიკაცია “ სითი ინსტიტუტთან” მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. მათი დღევანდელი პრეზენტაცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან ჩვენ იმიტომ ვატარებთ საჯარო შეხვედრებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ საბოლოოდ, მაქსიმალურად დარწმუნებულები ვიყოთ. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არგუმენტირებულად გამყარებული. ჩვენ ვსვამთ კითხვებს რამდენიმე მიმართულებით, რამდენად გამოყენებადია ის დღეს იმ ფორმით, რაც არის, თუნდაც იურიდიულად. როდესაც ვერ ვხედავთ, რომ საკუთრების უფლება არ არის სიღრმისეულად გაანალიზებული , რამდენად გამოყენებადია და რა რისკებს შეიცავს მისი ადაპტირება და მეორე ჩვენთვის საინტერესოა ასევე იმ კონცეფციის მიღმა, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით, თუ რა კვლევებზე იყო დაფუძნებით მათ მიერ შემოთავაზებული პროექტები", - განაცხადა გუშინ ელოშვილმა.
„თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ პროექტის განხილვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გუშინ გაიმართა. მასში თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საკრებულოს ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ საზოგადოებას მათ მიერ ჩატარებული სამუშაო კიდევ ერთხელ გააცნო. სპეციალისტებმა ისაუბრეს გენგეგმის პროექტის ძირითად მიმართულებებზე, ქალაქში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებსა და იმ შეთავაზებებზე, რომელიც 1200 გვერდიან დოკუმენტშია მოცემული.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად მერიის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთიდაიგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა. 26 თებერვლიდან კი, დოკუმენტის საბოლოო ვერსიას თბილისის მერიის მიერ მოწვეული ექსპერტები სწავლობდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია