დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე - მოხარული ვარ, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი საბერძნეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მოეწერება
ავტორი:
2014/აპრილი/23 18:00:02
საბერძნეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ბერძენ კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"მოხარული ვარ, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერება ევროკავშირში საბერძნეთის თავმჯდომარეობის პერიოდში", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ბერძენ კოლეგასთან, ევანგელოს ვენიზელოსთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე მხარეებმა როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ისე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში შედგა.
"ხაზი გავუსვით ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რაც უძველესი დროიდან მოდის. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო უფრო უახლოვდება ევროპას, რაც ხელს შეუწყობს ბერძნული ინვესტიციების გაზრდას საქართველოში", - აღნიშნა ვენიზილოსმა.
როგორც საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, 2014 წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში. 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერება ასოცირების შესახებ შეთანხმებას.
"მოხარული ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ მოვლენას ადგილი ექნება ევროკავშირში საბერძნეთის თავმჯდომარეობის პერიოდში. დარწმუნებული ვარ, რომ საბერძნეთის მთავრობა შეასრულებს მნიშვნელოვან როლს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებაში", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. მან ბერძენ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონში შექმნილ ვითარებას, უკრაინის კრიზისს, ურთიერთობას რუსეთთან.
როგორც საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას აქვს არჩეული ძალიან სწორი სტრატეგია არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ ცდილობს დაარეგულიროს თავისი ურთიერთობები რუსეთთან, ისე რომ ეს არ აყენებს ზიანს მის ურთიერთობას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან და ევროკავშირთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას. მაია ფანჯიკიძემ ბერძენი კოლეგა საქართველოში მიიწვია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 956
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია