დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ვადა გადაიწევს
ავტორი:
2013/დეკემბერი/10 19:00:06
ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ვადა გადაიწევს.
შესაბამისი ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის, რომლის ინიციატორიც დეპუტატი გია ჟორჟოლიანია. კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობების მოხელის იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსი ჩატარდება არა უგვიანეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღისა.
ეს კონკურსები 1-ელ იანვრამდე უნდა ჩატარებულიყო თვითმმართველობებში, თუმცა ეს ვადა ამ კანონპროექტის თანახმად გადაიწევს. ამის მიზეზად პროექტის ავტორმა თვითმმართველობის კანონზე მიმდინარე სამუშაოები დაასახელა, რის შედეგადაც, მისივე თქმით, უფრო ნათელი გახდება ის კრიტერიუმები, რომლებსაც თვითმმართველობის მოხელე უნდა აკმაყოფილებდეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1239
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია