დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჰერმან ვან რომპეი - 2014 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელია საქართველოსთვის
ავტორი:
2014/მაისი/15 09:30:02
საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ გუშინ "ევროპულ სახლში" საჯარო ლექციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2014 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელია საქართველოსთვის და ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ექნება.
"თქვენ გექნებათ პოლიტიკური და ეკონომიკური ასოცირება ევროგაერთიანებასთან. საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევებია, მაგრამ ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით.
პოტენციური სარგებელი ჩვენი კავშირების გამყარების არის უზარმაზარი, მაგრამ ამ წარმატების მისაღწევად ბევრი მუშაობაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას შეძლებს თავისი მოსახლეობის, მომავალი თაობების სასიკეთოდ", - განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.
მისივე თქმით, საქართველოს გარე გამოწვევების გარდა, აქვს შიდა გამოწვევებიც.
"ასოცირების ხელშეკრულება ბევრად მეტია, ვიდრე ვაჭრობის თაობაზე ხელშეკრულება. ეს შეეხება ფასეულობებსაც და ჩვენ შესაბამისად, კარგად უნდა გავაცნობიეროთ ასოცირების ხელშეკრულების სული. გვინდა, რომ ინტიტუციები იყოს ფუნქციონალური, უნდა იყოს კანონის უზენაესობა, დაცული იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია, ასევე ნორმალური ურთიერთობები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ეს ყველაფერი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია