დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"თავისუფალი ზონის" ოფისთან პოლიციაა მობილიზებული
ავტორი:
2014/ოქტომბერი/02 13:30:02
თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე "თავისუფალი ზონის" ოფისთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ოფისის წინ ტერიტორია პოლიციას ბარიკადებით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი ზონის" წევრმა, ირაკლი ჩხვირკვიამ განუცხადა, დღევანდელი აქცია არის პროვოკაციული და ამ პროვოკაციას "თავისუფალი ზონა" არ წამოეგება. მისივე თქმით, ეს აქცია არის მართული ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების მიერ, რათა  ქვეყანაში არსებული პრობლემები მოქალაქეების დაპირისპირებით გადაფარონ.
"რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ეს არის აქცია, რომელიც იმართება ხელისუფლებისგან და არის პროვოკაციული. ამ პროვოკაციას "თავისუფალი ზონა" არ წამოეგება. ამის მცდელობა იყო ბოლო დღეების განმავლობაში. იმის მერე რაც ჩვენ პროვოკაციას არ წამოვეგეთ, შემოვარდნენ ოფისში. თუ იგივე მოხდა და იგივე მცდელობა იქნება, ჩვენ ყველას საკადრისს პასუხს გავცემთ. თუმცა, ადგილზე მობილზებულია პოლიცია და ამის საშუალება დღეს მათ ალბათ არ ექნებათ. ჩვენ ვაპირებთ რომ ზემოდან გადმოვხედოთ და გავიღიმოთ იმ აქციაზე, რომელიც დღეს აქ იგეგმება", - განაცხადა ჩხვირკვიამ.
მისივე თქმით, თავისუფალი ზონა ორი წელია,  რაც არსებობს და ამ ორი წლის განმავლობაში ”თავისუფალ ზონას” დარღვევა არ ჰქონია.
"ვერც ერთი ადამაინი ვერ დაასახელებს თუ რა დარღვევა ჰქონდა თავისუფალ ზონას, რადგან ესეთი რამე რეალურად არ ყოფილა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ და პუტინ-დუგინის ფულით დაფინანსებული აქცია. ამ აქციით ხელისუფლება ცდილობს მოქალაქეები ერთმანეთს დააპირისპირონ და ამ დაპირისპიორებით გადაფარონ ის პრობლემები, რომელიც საქართველოს აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, საერთაშორისო თვალსაზრისით და სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ჩხვირკვიამ.
დღეს 14.00 და 15:00 საათზე "თავისუფალი ზონის" ოფისთან საპროტესტო აქციები დაგეგმილი.  პირველი აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული იდეა”, მეორე აქციის კი - ჟურნალისტები.
აქციების მონაწილეები ”თავისუფალი  ზონის” წევრების მიერ  ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებენ.  ცემის ფაქტი ორი დღის წინ მოხდა. ცემაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 908
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია