დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ადამიანი, კანონი, თავისუფლებამ" კულტურის სამინისტროში გაცემული ხელფასების და პრემიების შესახებ კვლევა ჩაატარა
ავტორი:
2014/აპრილი/16 21:00:02
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, დაიწყო ფართომასშტაბიანი კვლევა ყოფილი და ამჟამინდელი მაღალი თანამდებოების პირების შემოსავლების შესახებ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ორგანიზაციიდან აცნობეს, კვლევა მიმართულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიღებული შემოსავლების მოცულობების დასადგენად.
კვლევამ გამოავლინა, რომ 2008-2013 წლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრებზე, მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე ხელფასის, პრემიის და დანამატის სახით გაიცა 3 583 355 ლარი, საიდანაც ხელზე გაცემულია 2 866 684 ლარი.
მინისტრების წლიური შემოსავლები 70 000 ლარიდან 121 000 ლარამდე მერყეობს. მაღალი თანამდებობის პირების ყოველთვიური შემოსავლები 2-3 ჯერ აღემატება ხელფასის ოდენობას.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" წარმომადგენელი ხვალ, ორგანიზაციის ოფისში დეტალურად ისაუბრებს თითოეული თანამდებობის პირის, როგორც ახალი, ასევე ძველი მმართველობის პერიოდში ხელფასებისა და პრემიების სახით მიღებულ შემოსავლებზე და კვლევის სხვა შედეგებზე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია